Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
9-10-2015, 10:53
ნანახია: 1359

ბერი ერმოლაოსი: მე შორს ვარ ისეთი სიწმიდისგან, რომ ჩემი ნაფიქრალი ღვთიურის ნაწილად მივიჩნიო!

ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია) ფეისბუკზე საინტერესო სტატუსს აქვეყნებს.

 

სტატუსის აქტუალობიდან გამომდინარე, სიამოვნებით გთავაზობთ მას „ივერიონის“ მკითხველს.

 

ბოლო დროს ბევრი მეგობარი სიყვარულით “მსაყვედურობს”, რომ ახალ პოსტებს აღარ ვაქვეყნებ. ჩემო საყვარელო მეგობრებო, მე არ ვარ პოეტი, რომ ახალახალი რითმების მუსიკით გაგაოცოთ, არც მწერალი ვარ, რომ სიუეტების სიმრავლით და სიტყვის მხატვრულობით განუგეშოთ, არც ფილოსოფოსი ვარ, რომ აზრთა ხლართვებით გაგართოთ. სამწუხაროდ, არც ისე მამაცი ვარ რომ რასაც ვფიქრობ ყველაფერი გითხრათ, მით უმეტეს უსაშველოდ შორსა ვარ ისეთი სიწმიდისგან, რომ ჩემი ნაფიქრალი ღვთიურის ნაწილად მივიჩნიო და მისთვის თავი დავდო. მე ფეისბუკში მხოლოდ ერთი მიზნით შემოვედი, რომ თქვენთვის გამეზიარებინა ჩემი სიხარული - უფალთან ათწლიანი ურთიერთობის სიხარული, რომ მეცნობებინა ჩემი მწირი სულიერი გამოცდილების მთავარი შედეგი - თავდადებული სიყვარულია ადამიანის ბედნიერების ერთადერთი საშუალება. რა თქმა უნდა, ეს თქვენ ყველამ უჩემოდაც იცოდით, მაგრამ ვიფიქრე, სიყვარულის მაცოცხლებელი ძალის კონკრეტული გამოვლინების გაცნობა არ იქნებოდა თქვენთვის ზედმეტი. მე ჩემს პოსტებში მხოლოდ სიყვარულზე გესაუბრებოდით, მის ძალას, მშვენიერებას და ღვთიურობას გიმოწმებდით და თითქმის ყველაფერი გითხარით რისი თქმაც მინდოდა. ახლა კი ისევ ლოცვის და სულიერი წვდომის დროა და თუ, კაცთმოყვარე უფალმა მომავალში კიდევ რამის გაგების ღირსი გამხადა, გარწმუნებთ თქვენ პირველებს გაგიზიარებთ. როგორც ყველამ ვიცით, არის ”ჟამი ქვების შეგროვების და ჟამი ქვების სროლის”.