Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (5)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
10-10-2015, 19:34
ნანახია: 1158

ოთარ ნადარაია საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოსთან დაკავშირებულ პროცესებს ნაჩქარევს უწოდებს

ჩვენ მაინც ვთვლით, რომ ეს ნაჩქარევი პროცესი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს პირველი სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო ჯერჯერობით არ იწყებს მუშაობას, ჯერჯერობით ისევ ეროვნული ბანკი ასრულებს მოვალეობას. ჩვენ მაინც ვთვლით, რომ ეს ნაჩქარევი პროცესია და ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა. დანარჩენზე შეგიძლიათ საბჭოს მიმართოთ", - განაცხადა ნადარაიამ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის საფუძველზე, "ეროვნული ბანკის შესახებ კანონში" ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის სამსახური გამოიყო და ის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბდა. პარლამენტმა მთავრობის მიერ შეთავაზებული სააგენტოს საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა. მმართველმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საბჭოს წევრად 5 წლის ვადით წარდგენილ ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურას, ხოლო 7 წლის ვადით - ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურებს. საბჭომ მისი შემადგენლობიდან ხელმძღვანელად ირაკლი კოვზანაძე აირჩია. 

სააგენტოს საბჭოში ასევე შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც თავად ეროვნული ბანკის საბჭო ნიშნავს. რჩება ერთი ვაკანსია, რომელიც მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად მოგვიანებით იქნება წარდგენილი. 

ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად 7 წლის ვადით პარლამენტმა კოტე სულამანიძე დაამტკიცა.