Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (2)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
11-10-2015, 11:19
ნანახია: 752

ირაკლი ალასანია:  ენერგოუსაფრთხოებაზე ფარული მოლაპარაკებები  საზოგადოების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა

ვერ ვხედავ, რომ ჩვენი ხელისუფლება სახელმწიფოებრივ ინტერესებს იცავდეს, _ ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა. ალასანიამ კომენტარი საქართველოს ხელისუფლების "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე გააკეთა. 

 

ალასანიას თქმით, უახლოესი წარსულში რუსეთის ხელისუფლებამ ენერგომატარებლების გადაკეტვით საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლა არაერთხელ განახორციელა.  

 

"ამ ვითრებაში აბსოლუტურად გაუგებარია საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ რატომ არის გადატანილი აქცენტი "გაზპრომზე". აზერბაიჯანული მხარე გაზს სტრატეგიული შეთანხმებების საფუძველზე, შეღავათიანი ფასით გვაწვდის. ვერ ვხედავ, რომ ჩვენი ხელისუფლება აქ სახელმწიფოებრივ ინტერესებს იცავდეს და ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ვინმეს პირადი ინტერესი. მინდა საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს, რომ ფარული მოლაპარაკებები, ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება, რომელიც პრაქტიკულად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, დამოუკიდებლობის საფუძველია, პირველ რიგში არის, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარი საზოგადოების მიმართ. პირველ შეკითხვას სწორედ ეს აჩენს, რატომ იყო ფარული მოლაპარაკებები? რა განიხილეს ამ მოლაპარაკებების დროს? და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ეს ხომ არ გაგვხვდის კვლავ უფრო მეტად დამოკიდებულს რუსულ გაზზე, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ვაბარებთ ახალ ბერკეტს ზემოქმედების, პოლიტიკურ ბერკეტსაც მათ შორის, რუსეთის ფედერაციას. ეს შეკითხვებია, რასაც პასუხი არ გაგვიცია", _ აცხადებს ალასანია.