ვის აკისრებს პასუხისმგებლობას თეა წულუკიანი ახმეტ ჩატაევის ციხიდან გამოშვებაში?

ვის აკისრებს პასუხისმგებლობას  თეა წულუკიანი ახმეტ ჩატაევის ციხიდან გამოშვებაში?

ახმეტ ჩატაევის ციხიდან გათავისუფლებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება და პასუხისმგებლობას მაშინდელ პროკურორს არჩილ კბილაშვილს აკისრებს.

 

"ახმეტ ჩატაევის ერთი ხელის მოსმით ციხიდან გამოშვებას მე ვეწინააღმდეგებოდი და ვთვლიდი, რომ მოსამართლეს უნდა გადაეწყვიტა, იყო თუ არა ის დამნაშავე. ამ საქმეზეც დამოუკიდებლობა ჰქონდა მაშინდელ პროკურორს, ბატონი კბილაშვილს იმიტომ, რომ ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან პროკურატურა გახდა მართლაც დამოუკიდებელი. მათ გადაწყვიტეს, რომ ბრალი შეეწყვიტათ. მე ასევე ვეწინააღმდეგებოდი და დღესაც სწორი მგონია, რომ ჩატაევი არ უნდა გადაგვეცა რუსეთისათვის, რადგანაც, შამაევის საქმიდან გამომდინარე, ჩვენ ის შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ, რაც 2002 წელს დავუშვით. თუკი ჩვენ არ გვექნა გარანტიები, რომ ჩვენს ჩრდილოელ კავკასიელ ძმებს, გადაცემის შემთხვევაში, ნორმალურად მოექცევიან რუსულ ციხეში, ასეთ ექსტრადიციაზე ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე უარს. ასე იყო ჩატაევის შემთხვევაშიც," - აცხადებს თეა წულუკიანი.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: