გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს პარლამენტი თბილისში უნდა იყოს

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს პარლამენტი თბილისში უნდა იყოს

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს პარლამენტი თბილისში უნდა იყოს. აღნიშნული შედეგი NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლებამ აჩვენა. 

გამოკითხულთა მხოლოდ 20% მიიჩნევს, რომ პარლამენტი უნდა მდებარეობდეს ქუთაისში; 71%-ისთვის საკანონმდებლო ორგანოს ადგილი არის თბილისი; 1% აცხადებს, რომ სადმე სხვაგან, ხოლო გამოკითხულთა 8%-მა არ იცის, თუ სად უნდა მდებარეობდეს საქართველოს პარლამენტი. 

NDI-ის კვლევების საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 8 აგვისტოდან 11 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 4 448 ადამიანი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილების საშუალო პლუს-მინუს 3,01%-ია. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: