Iverioni
«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
აპრილი 2021 (2)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
12-10-2015, 13:18
ნანახია: 750

ზაქარია ქუცნაშვილი:  ლარის დევალვაცია მოსახლეობის განწყობაზე აისახა!

დეპუტატი მიიჩნევს, რომ NDI- ის შედეგები ლარის დევალვაციას უკავშირდება.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ წარმოდგენილი უახლესი კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, ბოლო ერთი წლის მანძილზე, საქართველოს მოსახლეობის 47%-თვის ცხოვრების დონე არ შეცვლილა, 43%–თვის კი გაუარესდა, ლოგიკურს უწოდებს.

 

"გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ლარის დევალვაცია მოსახლეობის განწყობაზე აისახა. მათ ცხოვრება გაუძვირდათ, შესაბამისად თუ ცხოვრება ძვირდება მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება" - აღნიშნა დეპუტატმა.

 

ზაქარია ქუცნაშვილი თვლის რომ ქართული ოცნების მთავარ გამოწვევად დასაქმება რჩება.

 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (შიდა) და ატარებს CRRC–საქართველო.

 

 

newpost.ge