ფიქრია ჩიხრაძე: "გაზპრომის" თემაზე უშიშროების საბჭოს მოწვევის საკითხი უახლოეს ხანში გადაწყდება

ფიქრია ჩიხრაძე: "გაზპრომის" თემაზე უშიშროების საბჭოს მოწვევის საკითხი უახლოეს ხანში გადაწყდება

პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის ახალმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "გაზპრომთან" ურთიერთობის თემა ის თემაა, რომელზედაც განსხვავებული აზრი საქართველოში მყოფ პოლიტიკურ სპექტრს თუ ქართველ საზოგადოებას ძნელად შეიძლება ჰქონდეს.

 

"ჩვენ ამ კუთხით არა მარტო ჩვენი მწარე გამოცდილება გვაქვს, არამედ გვაქვს ჩვენი პარტნიორების და ევროპული გამოცდილებაც, რომდესაც "გაზპრომის" გამოყენება ხდებოდა პოლიტიკურ იარაღად. რაც შეეხება პროცესებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს და, რომელიც არ არის მაინცდამაინც გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაკავებულია, რომ აქტიურად მივიღოთ ინფორმაცია, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენთვის, საქართველოსთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანთან, ეს ურთიერთობებია როგორც პოლიტიკური, ასევე ენერგოუზრუნველყოფის თვალსაზრისით.

 

დღევანდელი მოცემულობით, არავითარი აუცილებლობა ე.წ. დივერსიფიცირების და დაჩქარების არ არსებობდა. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ერთგვარად დივერსიფიცირებულიც არის გაზი, რომელსაც ჩვენ აზერბაიჯანიდან ვიღებთ. არანაირი საფრთხე იმისა, რომ ჩვენ ამ გაზის ნაკადის შემცირების ან ფასის თვალსაზრისით რამე მოულოდნელი ცვლილება გველოდება, არ იყო", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

რაც შეეხება იდეას უშიშროების საბჭოს მოწვევის თაობაზე, ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ უშიშროების ეროვნული საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა.

 

"ამ საკითხზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოპოვება. უშიშროების საბჭოს მდივანთან უახლოეს ხანში ამ საკითხზე ალბათ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: