Iverioni
«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
აპრილი 2021 (4)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
12-10-2015, 14:01
ნანახია: 814

გიგლა აგულაშვილი:ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესამცირებლად გარემოს დაცვის სამინისტრო რადარს შეიძენს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დღეს საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესამცირებლად გარემოს დაცვის სამინისტრო მომავალი წლისთვის რადარს შეიძენს.

 

 

"რადარი არ არის პანაცეა, ის ყველა კითხვაზე პასუხს არ სცემს, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ გვინდა ავაწყოთ ერთიანი სისტემა, ერთიანი მოდელი წინმსწრები შეტყობინების. ამისთვის ვერეს ხეობაში წყლის დონის მზომებისა და ნალექმზომების ნაწილი დავამონტაჟეთ, მაგრამ კიდევ მიდის ეს პროცესი. ახლა მერიამ შეიძინა კიდევ მსგავსი აპარატურა, რომელიც გადმოგვეცემა ჩვენ და ასევე გავაგრძელებთ წინასწარი შეტყობინების მონტაჟის პროცესს", - განაცხადა აგულაშვილმა.

 

მისი თქმით, სახელმწიფოს თანხებით, ასევე უცხოელი დონორების ფონანსური დახმარებით მსგავსი ტიპის ინსტალაციები ძალიან ბევრ ობიექტზე მიმდინარეობს.

 

"ამისთვის თანხა მობილიზებულია, გადარიცხულია და ეს პროცესი მიმდინარეობს. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ, ზოგან უფრო სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ, ზოგან - ნელა. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვენს სურვილსა და მონდომებაზე, არამედ დამოკიდებულია ჩვენს კომუნიკაციაზე დონორებთან და ბიუჯეტში ფინანსურ რესურსებთან", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.