ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

კახა კახიშვილი: სამინისტრო არ მალავს და არც დამალავს დანაშაულს!

კახა კახიშვილი:  სამინისტრო არ მალავს და არც დამალავს დანაშაულს!

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში"  -  კახა კახიშვილის უწყებამ 3 წლის განმავლობაში სისტემაში განხორციელებული რეფორმების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას მთავრობის წევრები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა თითოეულმა დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და ძირეული რეფორმების შესახებ დეტალური ანგარიში წარმოადგინა.

 

"ჩვენ უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო 2012 წელს, ამაზე არ მინდა საუბარი, ყურადღებას არ შევაჩერებ. მთავარია, რომ ამ 3 წელიწადში მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენს უწყებაში სისტემურ დანაშაულს ადგილი არ აქვს. დღეს სისტემაში აღარ არის სისტემური დანაშაული! არ არის გამორიცხული, ცალკეული შემთხვევები მოხდეს, მაგრამ ეს არ არის სისტემური ხასიათის. რაც მთავარია, სამინისტრო ამას არ მალავს, არც დამალავს და ნებისმიერი დანაშაულის არსებობის შემთხვევაში ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს კონკრეტულ ფაქტს.

 

მეორე საკითხია, ინფრასტრუქტურული პროექტები, კვება, ჯანდაცვა - ის, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია, ყველანი დავრწმუნდით. ის, რომ სამოქალაქო კლინიკებში გადაგვყავს პატიმრები და პლასტიკურ ოპერაციებსაც ვუფინანსებთ, ესეც პროგრესია; ის, რომ პატიმართა რაციონი შედგება 12 მენიუსგან, ესეც პროგრესია; პროგრესია ასევე ის, რომ მივაღწიეთ, რამდენიმე დაწესებულების გამოკლებით, ევროპულ სტანდარტს კვადრატულ მეტრებთან დაკავშირებით. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიღწეულით ვკმაყოფილდებით", - განაცხადა მინისტრმა კახა კახიშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: