ირაკლი ოქრუაშვილი: მინდა, მიშას მოშორებაში წვლილი შევიტანო

ირაკლი ოქრუაშვილი: მინდა, მიშას მოშორებაში წვლილი შევიტანო

"მე-9 არხი" ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილის თბილისში დაბრუნების ვიდეომასალას. ვიდეოში ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობს, რომ მას ჰქონდა ორი მიზანი: მიხეილ სააკაშვილის მოშორება და სამშობლოში დაბრუნება.


"ბოლო წლების განმავლობაში  ორი მიზანი მქონდა ცხოვრებაში: მოგვეშორებინა მიშა და სახლში დავბრუბენულიყავი. მიშას მოშორება ნაწილობრივ მიყვანილია ფინიშამდე, მინდა ამაში საკუთარი წვლილის შეტანა. მეორე მიზანსაც მივაღწიე _ საქართველოში დავბრუნდი. მე შეიძლება მოვითხოვო იმ ციხეში ჩასმა, სადაც ნაძირალა ბაჩო ახალაია ზის. ეს ნაწილობრივ იუმორით. ახალ მთავრობას აქვს დრო რომ წინა ხელისუფლებას ჩადენილზე პასუხი მოსთხოვოს. მე ახლა საქართველოდან ვერავინ გამიყვანს", _ აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: