Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
15-10-2015, 22:19
ნანახია: 917

ირაკლი ჩიქოვანი: რეალური დამნაშავე არის ოკუპანტი ქვეყანა!

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ირაკლი ჩიქოვანი ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას საქართველოში ვიზიტს დადებითად აფასებს და იმედოვნებს, რომ ჰააგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის რეალურ  დამნაშავეებს გამოავლენს.

 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის სასამართლომ დაიწყო აღნიშნული საკითხი. ეს არის ძალიან დიდი ხნის პროცესი, რომლისთვისაც სახელმწიფო იბრძოდა ასე გამწარებული. კარგად უნდა დავინახოთ, რომ ეს პროცესი დაეხმარება ყველას, რომ გამოვლინდეს რეალური დამნაშავე. რეალური დამნაშავე ამ შემთხვევაში არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და რეალურად არსებობს ნიშნები, რომ მოხდა ქართველების ეთნიკური წმენდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.