Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
16-10-2015, 11:55
ნანახია: 1581

ილია ელოშვილი:

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით "ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებული ყველა საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს

 

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ყაზახეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია. "გრძელვადიან პერსპექტივაში მათი ინვესტიციები, მათი ურთიერთობა ჩვენთან არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის. ჩემი აზრით და ზოგადად, სწორი მიმართულებაა ის, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და არა სხვადასხვა არბიტრაჟებში", - აღნიშნა ელოშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ ეს ჯგუფი იქმნება. "დარწმუნებული ვარ, რომ იმ პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე, ჩვენ ერთ კომპანიას არ გადავაყოლებთ ამ ურთიერთობას და აუცილებლად მოვძებნით ისეთ ფორმატს, ისეთ გზას, რომ ორივე მხარე არ დარჩეს წაგებული და მაქსიმალურად სამართლიანად იყოს გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა ელოშვილმა.

 

ელოშვილის განცხადებით, "ყაზტრანსგაზის " საკითხე ნებიმიერი საკითხი პარტნიორული სულისკვეთების ფონზე უნდა გადაწყდეს. 

 

"ერთი პერიოდი იყო, რომ გადაწყვეტილებამდე ვიყავით მისულები. თუმცა, მერე სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემები შეიქმნა. რამდენადაც ვიცი, თითქოსდა ეს მოლაპარაკებები გაიყინა, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ეს ჯგუფები შეიქმნა და ჩვენ აუცილებლად მოლაპარაკებების მაგიდასთან პარტნიორული სულისკვეთების ფონზე უნდა გადავწყვიტოთ ნებისმიერი პრობლემა "ყაზტრანსგაზის საკითხზე", - განაცხადა ილია ელოშვილმა.