Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
16-10-2015, 17:40
ნანახია: 1695

დიმიტრი ქუმსიშვილი: გარე რეკლამა ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა!

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გარე რეკლამის ბაზარზე მონოპოლიები არ უნდა იყოს.

 

ქუმსიშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე - არის თუ არა ინფორმირებული, რომ გარე რეკლამის რეგულაციებთან დაკავშირებით კომპანიებმა ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს წერილით, - განაცხადა, რომ ამ წერილის შესახებ ინფორმირებული არ არის, თუმცა, მერიიდან გამომდინარე გარე რეკლამის რეგულაციებთან დაკავშირებით აქვს ცოდნა.

 

"ვთვლი, რომ მართლაც დასარეგულირებელია ეს მიმართულება, ოღონდ არა რეგულაციებით, არამედ გასასწორებელია ის, რაც დღეს არის. ვფიქრობთ, რომ მონოპოლიები არ უნდა იყოს. უნდა იყოს ბაზარი გახსნილი. ბაზარზე უნდა იყოს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ახალი მოთამაშეები შემოვიდნენ იმიტომ, რომ მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია იძლევა იმის შესაძლებლობას, ბაზარი მუდმივად განვითარდეს, გვქონდეს ახალი პროდუქტები. გარე რეკლამა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა რეკლამა, არის ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა. მსოფლიოში არის ძალიან ბევრი ახალი და კარგი მიმართულებები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაკლია და ვიმედოვნებთ, რომ მოთამაშეები ამას შემოიტანენ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.