ირაკლი კობახიძე: ბევრ სირთულესთან უწევს გამკლავება "ქართულ ოცნებას"!

ირაკლი კობახიძე: ბევრ სირთულესთან უწევს გამკლავება "ქართულ ოცნებას"!

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კოალიციის საარჩევნო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის ყველა მიმართულება პრიორიტეტულია და ყველა საკითხს სიღრმისეულად იკვლევენ.

 

"ჩვენი მთავარი ამოცანაა ძალიან დახვეწილი და კარგად გათვლილი საარჩევნო პროგრამის შექმნა. ამაზე მუშაობას უკვე მიმდინარე თვეში ვიწყებთ. პროგრამაზე მუშაობის დროს გამოიკვეთება "ქართული ოცნების" მთავარი პრიორიტეტები.  ვაპირებთ, დეტალურად გავაანალიზოთ ის ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში 2012 წლიდან განხორციელდა, სწორედ ამას დაეფუძნება სამომავლო ხედვაც. სლოგანი უკვე შემდგომი მუშაობის საქმეა და ის გამოიკვეთება იმ ხედვიდან, რომელიც წინასაარჩევნო პროგრამაში ჩამოყალიბდება.

 

სამუშაო გვაქვს ყველა მიმართულებით და ყველა მიმართულება პრიორიტეტულია. ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ არა მხოლოდ წინა ხელისუფლებისგან, არამედ მისი წინამორბედებისგანაც. შესაბამისად, ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ძალიან ბევრ სირთულესთან უწევს დღეს გამკლავება "ქართულ ოცნებას". აქედან გამომდინარე, ყველა სფერო ერთნაირად პრიორიტეტულია. ამიტომაც ყველაფერს  შევეხებით სიღრმისეულად და ამომრჩეველსაც კარგად გათვლილ, კონკრეტულ დაპირებებს წარვუდგენთ", - განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო: "პრაიმტაიმი"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: