Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (1)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
19-10-2015, 12:44
ნანახია: 779

თემურ შაშიაშვილი: თუ კაცები ვართ, დავდგეთ საქართველოსთვის!

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი NDI-ს მორიგ კვლევებს ქართველი ხალხისა და ქართული ტრადიციებისთვის შეურაცხოფად მიიჩნევს. „ივერიონი“ გთავაზობთ თემურ შაშიაშვილის ოფიციალურ განცხადებას:

 

ჯერ ერთი, NDI-ს კვლევები რეალობას არ ასახავს და არავითარი საერთო არ აქვს მეცნიერულ საფუძვლებზე დამყარებულ კვლევასთან.

 

ეს ორგანიზაცია აკეთებს იმას, რაც უნდა შემკვეთს, ანუ, დასავლეთის გარკვეულ რეაქციულ წრეებს. მაგრამ ყველაფერი რომ მართალი იყოს NDI-ს კვლევებში და საეჭვოდ  რომ არაფერი მიგვაჩნდეს, დავაკვირდეთ, როდის გამოაქვეყნა ამ ორგანიზაციამ კვლევის შედეგები – ჩვენთვის ისეთ მნიშვნელოვან დღესასწაულებზე, როგორიცაა მცხეთობა  მოწამეთობა, თბილისობა და ეს პოლიტიკური თემა ტაძრებში განსჯის საფუძვლად აქცია.ეს არის ქვეყნის ტრადიციებისადმი და სულიერი ფასეულობებისადმი უპატივცემულობა და აგდებული დამოკიდებულება. 

 

ნამდვილი მეგობრები ასე არ იქცევიან! 

 

ყველა ქართველი მართლმადიდებელისთვის მნიშვნელოვან დღეებში, მთავარ თემად მათ აქციეს მორიგი ტყუილი და ქართველი ხალხის აზრის შეურახმყოფელი დამახინჯება.  არაფერს ვამბობთ, რომ კვლევები სრულიად აყალბებს საქართველოში მოსახლეობის განწყობის რეალურ სურათს.

 

ტანკებითა და მძიმე იარაღით ნაკლები ზიანი მიადგებოდა ჩვენს ქვეყანას, ვიდრე NDI აყენებს თავისი გაყალბებული კვლევებით .და რაოდენ მძიმეა იმის აღიარება, რომ დღევანდელი ხელისუფლების 80 პროცენტი პრეზიდენტიდან და პარლამენტის თავმჯდომარიდან დაწყებული და მინისტრებით გაგრძელებული  და წინა ხელისუფლება 100 პროცენტი NDI-ს და სოროსის მიერ გამოზრდილი კადრებითაა  დაკომპლექტებული. ეს არის სრული კატასტროფა ისეთი ტრადიციული ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო.

 

თუ კაცები ვართ, თუ გვაქვს ქართული სისხლი,დავდგეთ საქართველოსთვის!”