გაწირავენ თუ არა კობა სუბელიანს კოლეგები?!

გაწირავენ თუ არა  კობა სუბელიანს კოლეგები?!

როგორც "ივერიონთან" სარწმუნო წყარო აცხადებს, კობა სუბელიანს უახლოეს მომავალში დააპატიმრებენ.

ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი მისი სადეპუტატო მანდატია. წყაროს განცხადებით, პროკურატურა იმუნიტეტის მოსახსნელად პარლამენტის წინაშე  შუამდგომლობას დააყენებს.

კობა სუბელიანს ბრალს იმ 200 მილიონის „აორთქლებაში“ წაუყენებენ,  რომელიც სახემლწიფო ბიუჯეტიდან  მისი თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამასხურის უფროსობის დროს გაიხარჯა.

სუბელიანის პოლიტიკური ბიოგრაფია უკავშირდება თბილისის მერის გიგი უგულავას მოღვაწეობას. სუბელიანი გიგი უგულავას  სამეგრელო-ზემო სავანეთის რწმუნებულად მუშაობის პერიოდში მისი მრჩეველი იყო. სწორედ უგულავას უკავშირდება მისი თანამდებობრივი აღზევებაც - უგულავას თბილისის მერად დანიშვნისთანავე სუბელიანი დედაქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გახდა, ხოლო შემდეგ უფრო წინ წაიწია და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად მოგვევლინა. არ არის გამორიცხული, სუბელიანი, როგორც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი „გამორჩეული  ფიგურა“ დასაჭერთა სიაში აღმოჩნდეს.

ვალერი ვახანია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: