ეკა ბესელია: არავინ მემეტება იმ შემზარავი კადრების სანახავად!

ეკა ბესელია:  არავინ მემეტება იმ შემზარავი კადრების სანახავად!

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ზუგდიდის სამალავში აღმოჩენილი წამებისა და არაადამინური მოპყრობის ფარული ვიდეო ჩანაწერების შესახებ განცხადებას აკეთებს. ბესელიას განცხადებით, იმ შემზარავი კადრების სანახავად არც ერთი მოქალაქე არ ემეტება, რადგან ეს ნებისმიერისთვის ძალიან დიდი სტრესი იქნება.

 

"პოლიციის მოქმედი თანამშრომლები პირდაპირი დავალებით ჩადიოდნენ შემზარავ დანაშაულს და ეს იყო სისტემური დანაშაულის ნაწილი. მე არავინ მემეტება იმ შემზარავი კადრების სანახავად, რადგან ეს საზოგადოებისთვის ძალიან დიდი სტრესი იქნება. ერთის მხრივ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და მეორეს მხრივ, ყველაფერს სახელი უნდა დავარქვათ, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელსაც ანალოგი ძნელად მოეპოვება. შემდეგ თაობას უნდა ვასწავლოთ, რომ ეს არასოდეს დავუშვათ." - განაცხადა ეკა ბესელიამ გადაცემაში "2030."

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: