დავით ბაქრაძე: სასულიერო პირებთან დეტალურად ვსაუბრობთ ევროპული გზის უალტერნატივობაზე

დავით ბაქრაძე: სასულიერო პირებთან დეტალურად ვსაუბრობთ ევროპული გზის უალტერნატივობაზე

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს მართმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებთანაც მართავს.

 

როგორც სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში ძალიან გააქტიურებულია ანტიდასავლური ნარატივი და ანტიდასავლური პროპაგანდა. 

 

მისივე თქმით, კომუნიკაციის სტრატეგიიდან გამომდინარე, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩატარებულია 350 შეხვედრა. პირდაპირი კომუნაკაციის გზით შეხვედრა განხორციელდა საქართველოს 2000-ზე მეტ მოქალაქესთან. მინისტრის ინფორმაციით, შეხვერები გაიმართა მათ შორის ისეთ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ და რუსული მედიის გამოყენების მოცულობა მაღალია. 

 

"ამ შემთხვევაში ჩვენი სამიზნე არიან ინფორმაციის გამავრცელებლები – იქნებიან ეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მასწავლებლები, თუ ქართული მართმადიდებელი ეკლესიის მსახურები. ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საპატრიარქოსთან იმ თვალსაზრისით, რომ რეგიონებში, ეპარქიებში დავდივართ, გვაქვს შეხვედრები სასულიერო პირებთან და ჩვენ დეტალურად ვსაუბრობთ იმ პრიორიტეტებზე, ევროპული გზის იმ უალტერნატივობაზე, რომელიც ძალიან მნიშველოვნია. ეს არის ერთი-ერთი საკითხი, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ საკომიტეტო მოსმენისას. 

 

პარლამენტის ორი კომიტეტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგელებს უსმენს. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: