Iverioni
«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2018 (8)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
21-10-2015, 12:28
ნანახია: 351

ნოდარ ხადური:ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მედია იყოს თავისუფალი

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჯონ კირბის მიერ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. ხადურის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტს ალბათ აცნობებენ შესაბამისი უწყებები, რომ "რუსთავი 2"-ის საკითხში მთავრობის მხრიდან არანაირი ჩარევა არ ხდება.

 

"რუსთავი 2" მუშაობს და ხელს არავინ გიშლით და არც არავინ შეგიშლით, რადგან ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მედია იყოს თავისუფალი. რაც შეეხება კერძო პირებს შორის დავას, ამისათვის საქართველოში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. სწორედ დამოუკიდებელი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. კერძო პირების დავაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მას შევისწავლით, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტს, ალბათ, აცნობებენ შესაბამისი უწყებები, რომ მთავრობის მხრიდან არანაირი ჩარევა არ ხდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, უწყება "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, თუ რას ფიქრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

 

"ჩვენ ამის შესახებ აქამდეც გვისაუბრია. ჩვენი პოზიცია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით კვლავ უცვლელი რჩება. ჩვენ ამ პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით", - განაცხადა ჯონ კირბიმ.