Iverioni
«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ოქტომბერი 2018 (6)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
21-10-2015, 13:13
ნანახია: 437

გიგი გიგიაძე: იმედია, ევროკავშირში მიგრაციული კრიზისი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე გავლენას არ იქონიებს

ვიმედოვნებთ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა სასურველ შედეგს გამოიღებს და წლის ბოლოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ გააკეთა. 

 

გიგიაძის ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს საქართველოში განხორციელდა ევროკავშირის შემფასებელი მისიების ვიზიტი ოთხი მიმართულებით - მიგრაცია, თავშესაფარის პოლიტიკა, ტრეფიკინგისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და წინასწარი შეფასებების გათვალისწინებით, მისიები წარმატებულად შეიძლება იყოს მიჩნეული. მისივე განცხადებით, დარჩენილ ოთხ სფეროში - ნარკოტიკები, ფულის გათეთრება, სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა და ადამიანის უფლებები, მიღწეული პროგრესის შეფასება ევროკომისიის მიერ წერილობითი ანგარიშის საფუძველზე მოხდება.

 

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, 20 ოქტომბერს ევროკომისიას განახლებული ანგარიში გაეგზავნა, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს დეტალურად ასახავს. ევროკომისიის მორიგი ანგარიში კი, მიმდინარე წლის ბოლომდე გამოქვეყნდება. 

 

"ჩვენი მოლოდინია, რომ ევროკომისიის ანგარიში იქნება საბოლოო, რომლის თანახმად, ევროკომისია ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს რეკომენდაციის მიმართავს, საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ შესაბაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. ამჟამად, ევროკავშირში შექმნილი მიგრაციული კრიზისის გამო არსებული პოლიტიკური ფონი საკმაოდ არახელსაყრელია, თუმცა იმედი გვაქვს, ეს მოვლენები ზეგავლენას არ იქონიებს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესზე", - განაცხადა პარლამენტში გიგი გიგიაძემ.