Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (5)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
22-10-2015, 10:23
ნანახია: 832

ვამბობთ „რუსთავი 2“-ს და ვგულისხმობთ სააკაშვილს!

იცოდეთ, თუ „რუსთავი 2“ გაითიშა ეს მიშას ბრძანებით და გვარამიას შესრულებით მოხდება! ვისაც აქამდე ვერ გაგიგიათ, იმათთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ: „ვამბობთ „რუსთავი 2“-ს და ვგულისხმობთ სააკაშვილს“! 

 

მრავალგზის მითქვამს, ეს ტელევიზია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანო და „რუპორი“ და თუ „რუსთავი 2“ გაითიშა ეს მიშას მორიგი ხრიკი იქნება!

 

გაითიშება თუ არა „რუსთავი 2“-ის სიგნალი „ნაციონალები“ ატეხავენ  ხმაურს - ხედავთ, ტელევიზია დაიხურა ქვეყანაში, სიტყვის თავისუფლება იღუპებაო! ეჭვი არ შეგეპაროთ, მომენტალურად შეშფოთდებიან დასავლეთის ქვეყნების საელჩოები და „ნიანგის“ უამრავ ცრემლებს დაღვრიან. 

 

ასე რომ, ვინც „სექსულაური მანიაკების“ და „მამაკაცის უკანალის მოყვარული ინკვიზიტორების“ ერთგულ „გამპრავებლებს“ მხარს უჭერს და „რუსთავი 2“-ს საქართველოში სიტყვის თავისუფლების გარანტად მიიჩნევს ან შეგნებული პროვოკატორია, ან ძალიან გულუბრყვილო...

 

დაიჯერეთ: გვარამიას ინტერესების დაცვა შორს დგას სიტყვის თავისუფლების დაცვისგან!

 

 

თამაზ ჭეიშვილი