პაატა სალია: სასამართლოსთვის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე მიგვიმართავს

პაატა სალია: სასამართლოსთვის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე მიგვიმართავს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, მის მხარეს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე არ მიუმართავს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ დარწმუნდნენ, რომ მათი არგუმენტები გადაწონის მოპასუხე მხარის არგუმენტებს, ამ შემთხვევაში სასამართლოს დაუყონებლივი აღსრულების შუამდგომლობით მიმართავს.

 

"ჩვენ ასეთი რამ ამ დროისთვის არ მოგვითხოვია. თვითონ მოსამართლე ამის შესახებ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, კანონი ამის შესაძლებლობას არ უშვებს. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება დადგეს დაუყონებლივი აღსრულების საკითხი, თუმცა, ეს გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ეს საჩივრდება 12 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში.

 

ის გარემოებები, რაც მოსამართლის აცილების თაობაზე მოპასუხე მხარის მიერ იყო წარმოდგენილი, არ იყო არგუმენტირებული. ჩვენი პოზიციაა, რომ ეს აცილებების კასკადი იქცა იდეფიქსად, ჩვენი პოზიციაა, რომ მოპასუხე მხარეს ზოგადად სასამართლოს აცილება უნდა", - განაცხადა პაატა სალიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: