კახა კახიშვილი:თქვენ არ აღშფოთდებით ამ კადრებზე?

კახა კახიშვილი:თქვენ არ აღშფოთდებით ამ კადრებზე?

სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს:

 

"თქვენ იცით, რომ მე ყოველთვის ვიყავი წინააღმდეგი ნებისმიერი კადრის განადგურების, რომელიც ლახავდა ადამიანის უფლებებს. იმიტომ, რომ ამ კადრებში იყო კონკრეტულად ვიღაც ადამიანის მიმართ შანტაჟი და მუქარა. როგორ შეიძლებოდა, ეს კადრები განადგურებულიყო. რაც შეეხება ამ კადრებს, რომლებიც ვრცელდება, ეს არ იყო იმ ფაილებში, რომელზეც მსჯელობდა კომისია. ნებისმიერ საკითხზე, როდესაც ხდება ფარული ჩანაწერები პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, მე, როგორც იურისტი ვამბობ, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება. ეს კადრები, რომელიც ვრცელდება, სულ სხვა საკითხია და ის კადრები, რომელიც განადგურდა - სხვა!

 

ეს კადრები გარკვეული აღშფოთების საფუძველს იძლევა! თქვენ არ აღშფოთდით? ვინც იყვნენ ჩართულები ამ სასტიკ, არაადამიანურ მოპყრობაში, როდესაც ამ ადამიანების მიმართ დადგება სამართლიანი განაჩენი, ხალხის აღშფოთებაც ჩაცხრება. ღრმად ვარ დარწმუნებული, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც პასუხისგებაში მიეცნენ, არის ხალხი, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს!" - აცხადებს კახიშვილი. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: