მანანა კობახიძე: პრეზიდენის ნებისმიერი განცხადება, შეიძლება გავლენის მცდელობად იყოს აღქმული

მანანა კობახიძე: პრეზიდენის ნებისმიერი განცხადება, შეიძლება გავლენის მცდელობად იყოს აღქმული

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას facebook-ის საკუთარ გვერდზე  გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტს სიფრთხილე მართებს, რადგან მისი ნებისმიერი განცხადება, შეიძლება, გავლენის მცდელობად იყოს აღქმული.

 

"მოსამართლე არ არის ანგარიშვალდებული არც პრეზიდენტის და არც სხვა ვინმეს წინაშე, ის თავადაა ხელისუფალი თავის საქმეში, ჰოდა, პრეზიდენტსაც მართებს ამ ხელისუფლების მიმართ სიფრთხილე! მისი ნებისმიერი განცხადება, შეიძლება, გავლენის მცდელობად იყოს აღქმული... ერთადერთი, რაც შეიძლება მოვუწოდოთ - მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება, იყოს შეუვალი ნებისმიერი ტიპის ზეწოლის მიმართ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და დაუყოვნებლივ ამხილოს ის, ვინც ზეწოლას ცდილობს! მას კანონიც ავალებს ამას და, თუ მოსამართლე საკუთარ უფლებებს ვერ ან არ იცავს, ის ვერც სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს!" - წერს მანანა კობახიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: