სალომე ზურაბიშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიაა - დაძაბონ სიტუაცია!

სალომე ზურაბიშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიაა - დაძაბონ სიტუაცია!

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას შეგნებულად გეგმავს, რადგან მათი ძირითადი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა, ხოლო ხელისუფლებას ისინი  არეულობისა და განხეთქილების ფონზე შეძლებენ.

 

ამის შესახებ ზურაბიშვილმა გადაცემაში "2030" განაცხადა.

 

"ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიაა - დაძაბონ სიტუაცია და გამოიწვიონ არეულობა, რომ ამ ფორმით შეცვალონ ხელისუფლება, მაგრამ საზოგადოება ამისთვის მზად არ არის, მას სიმშვიდე უნდა. პრეზიდენტი ადანაშაულებს ერთ მხარეს - პრემიერს და არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობა სიტყვით და საქმით დიდი ხანია ცდილობს დესტაბილიზაციას. თუ უნდა, რომ მაინც და მაინც მოუწოდოს, ეს ორივე მხარის მისამართით უნდა გააკეთოს და განსაკუთრებით იმ მხარეს მიმართოს, რომელიც სიტუაციის არევას ცდილობს." - განაცხადა  ზურაბიშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: