Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
23-10-2015, 12:24
ნანახია: 644

მანანა კობახიძე: მოსამართლე არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული!

"მოსამართლე არ არის ანგარიშვალდებული არც პრეზიდენტის და არც სხვა ვინმეს წინაშე"-აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პარლამეტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე აკეთებს.

 

მისი თქმით, პრეზიდენტის ნებისმიერი განცხადება, შესაძლოა, მოსამართლეზე გავლენის მდელობად იქნას აღქმული. მანანა კობახიძის თქმითვე, მოსამართლე შეუვალი უნდა იყოს ზეწოლის მიმართ და დაუყონებლივ ამხილოს ნებისმიერი, ვინც ამას შეეცდება.

 

"მოსამართლე არ არის ანგარიშვალდებული არც პრეზიდენტის და არც სხვა ვინმეს წინაშე, ის თავადაა ხელისუფალი თავის საქმეში, ხოდა პრეზიდენტსაც მართებს ამ ხელისუფლების მიმართ სიფრთხილე! მისი ნებისმიერი განცხადება, შეიძლება გავლენის მცდელობად იყოს აღქმული...

 

ერთადერთი, რაც შეიძლება მოვუწოდოთ- მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება, იყოს შეუვალი ნებისმიერი ტიპის ზეწოლის მიმართ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და დაუყოვნებლივ ამხილოს ის, ვინც ზეწოლას ცდილობს! მას კანონიც ავალებს ამას და, თუ მოსამართლე საკუთარ უფლებებს ვერ ან არ იცავს, ის ვერც სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს!"-წერს სოციალურ ქსელში მანანა კობახიძე.