Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (4)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
23-10-2015, 13:24
ნანახია: 636

ვალერი ხაბურძანია: სააკაშვილს საქართველოში ბიზნესების ნაწილი მძევლად ჰყავს აყვანილი და სწორედ ეს ფულია საშიში!

"ალექსი ახვლედიანი ლაშა ნაცვლიშვილის ახლო მეგობარია, თითქმის ოჯახის წევრი. ახლა ნიკა გვარამია იძახის, ჩემი მეგობარიც არისო. მე ასეთი ინფორმაციაც მაქვს, რომ ახვლედიანს ფინანსური დარღვევების ამოქექვა დაუწყეს და არ გამოვრიცხავ, გვარამიასთან ერთად თავის დაძვრენას ცდილობდეს", - ამ განცხადებას უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში აკეთებს:

 

"თუ დევნას დაუწყებენ, ინდულგენციას იქმნის, გამოვა და ილაპარაკებს, ფინანსური დარღვევები კი არ მქონდა, გვარამიასთან მეგობრობის გამო მდევნიანო. მე არ მინდა, ამ ადამიანს რაიმე პიროვნული შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ თუ ლაშა ნაცვლიშვილის მეგობარი ხარ, არ შეიძლება, ამავე დროს ნიკა გვარამიას მეგობარიც იყო. მაინც ვფიქრობ, რომ "ნაციონალები" ამით არ დაამთავრებენ, ეცდებიან, სიტუაცია უფრო დაამძიმონ. სხვათაშორის, დღეს არავინ  ლაპარაკობს იმაზე, რომ ხელისუფლებამ 25 მილიონი აპატია "რუსთავი 2"-ს. გამოდის, ეს ტელევიზია საბოლოო ჯამში არც ქიბარ ხალვაშისაა და არც ყარამანიშვილების, ჩვენია, ჩვენი ჯიბიდან აპატიეს 25 მილიონი, უკვე გამოსყიდული გვაქვს. მე ამ ყარამანიშვილებს კარგად ვიცნობ, ერთი ძმა თავის დროზე კიევში სწავლობდა მიხეილ სააკაშვილთან ერთად და ერთ ოთახში ცხოვრობდნენ, იმდენად დაბნეული და გამოჩერჩეტებული იყო, კარსაც კი ღიას ტოვებდაო. ეს ძმები, რომლებიც დღეს საერთოდ არ ჩანან, იყვნენ და არიან სააკაშვილის ფინანსური "გამპრავებლები", ანუ გამთეთრებლები.

 

მათ თავის დროზე უკრაინაშიც ჰქონდათ ცოტაოდენი ფინანსური შესაძლებლობები, მაგრამ მიზერი, მანდ მაინც მთავარი ფიგურა არის რეზო შარანგია, რომელთანაც ერთი პერიოდი ვმეგობრობდი კიდეც. მეორე შარანგია, რეზოს ძმა, "ბილაინში" მუშაობს, მისი ქალიშვილი შევარდნაძის შვილიშვილს ჰყავდა ცოლად და მერე გაცილდნენ. რეზოს დიდი ბიზნესი ჰქონდა რუსეთში, როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ორივემ ისე მოაწყო საქმე, რომ მომიშორეს. შემდეგ იგივე რეზო წამოვიდა თბილისში და სააკაშვილმა დაავალა თავისი ბიზნესების მიხედვა. ყარამანიშვილები არიან რეზო შარანგიას ცოლისძმები. როგორც ვიცი, რეზო ამათ უკვე გამოეყო, აღარ ერევა ამ ყველაფერში, მაგრამ მისი ცოლისძმები უნებლიეთ შერჩნენ სააკაშვილის "რუსთავი 2"-ს და სხვა ბიზნესებს. ეს ბიჭები უკრაინაში არიან და მიშას უარს ვერ ეუბნებიან, თორემ მე მგონი, საერთოდ არ აინტერესებთ ტელევიზია. სააკაშვილს არა მხოლოდ უკრაინაში, საქართველოშიც ბიზნესების ნაწილი მძევლად ჰყავს აყვანილი და სწორედ ეს ფულია საშიში", - ამბობს ხაბურძანია.