Iverioni
«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ნოემბერი 2018 (9)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
23-10-2015, 19:45
ნანახია: 459

ლევან ბერძენიშვილი:

საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ დაძაბულ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

 

"ის, რაც პარტიულ ოფისებზე თავდასხმებით, ბიბლიოთეკისა და წიგნების შეურაცხყოფით ხდება, ვანდალიზმია, მაგრამ ზუსტად ასეთი დონის ვანდალიზმია განათლებული, მოვლილი და ჭკვიანი ადამიანებისგან იმის ლაპარაკი, რომ თუ მათ მოსამართლის გადაწყვეტილება არ მოეწონებათ, კანონს დაარღვევენ. ეს განცხადებები კვერცხებისა და საღებავების სროლისაგან არ განსხვავდება და გაცილებით საშიშია. არასამთავრობოებს ვეთანხმები, მაგრამ "ნაციონალებს" მოვუწოდებ, რომ კანონის ფარგლებიდან არ გავიდნენ და "მაიდანზე" ოცნებას თავი დაანებონ.

 

პრეზიდენტის გამოსვლა იმ ნაწილში კარგი იყო, რომ სხვამ ეს არ უნდა თქვასო... მაგრამ მოსამართლის მიმართ მოწოდება სწორი არ იყო", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.