ბიძინა ივანიშვილი: ჩემი ქვეყნის სიყვარული მამოძრავებს!

ბიძინა ივანიშვილი: ჩემი ქვეყნის სიყვარული მამოძრავებს!

საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი 2016 წლის არჩევნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუკი საზოგადოება მხარს დაუჭერს სხვა პოლიტიკურ ძალას და არა დღევანდელ ხელისუფლებას, იგი ვალმოხდილად ჩათვლის თავს და საბოლოოდ ჩამოშორდება პროცესებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საუბრისას განაცხადა და აქვე დასძინა, რომ მისი ერთადერთი მამოძრავებელი დღესდღეობით, თავისი ქვეყნის დახმარებაა.

 

"თუ საზოგადოება 2016 წელს მხარს არ დაგვიჭერს, ან როდესმე ასე მოხდება, მე ვიტყვი, რომ ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე და ვალმოხდილი ვიქნები და გავაგრძელებ მებაღეობას, ეს არის ჩემი ჰობი.  არამგონია 2016 წელს ეს მოხდეს, თუმცა, თუკი მოსახლეობა ჩემს პოზიციას არ გაიზიარებს, რა თქმა უნდა მე ვალმოხდილი, წყნარად წავალ. დღეს ერთადერთი რამ მამოძრავებს, ჩემი ქვეყნის დახმარება. მე მხოლოდ ვხარჯავ და არაფერს ვიღებ. მხოლოდ პასუხისმგებლობის განცდა მამოძრავებს. თუ ვნახავ, რომ ეს არავის აღარ სჭირდება, ეს განცდა მომეხსნება და ჩემს ჰობის მივხედავ და ცხოვრებას წყნარად გავაგრძელებ", - განაცხადა ივანიშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: