Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (11)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
26-10-2015, 11:31
ნანახია: 819

ირაკლი ჩიქოვანი:  სახელმწიფო უწყება იმისთვის უნდა დაიხარჯოს, რომ ადეკვატური რეაგირებები მოხდეს

საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ხვდებიან. 

როგორც შეხვედრის დაწყებისას ფრაქციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, "თავისუფალი დემოკრატებისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, დაძაბული ვითარება, რომელიც ქვეყანაში არსებობს, სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს და ყველა პროცესი ქუჩიდან შენობებში გადავიდეს. 

 

"ყველა სახელმწიფო უწყება იმისთვის უნდა დაიხარჯოს, რომ ადეკვატური რეაგირებები მოხდეს. უმრავლესობის განცხადებები საკმაოდ არადეკვატურია - ისინი ერთის მხრივ საუბრობენ, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს, მეორე მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა", - აღნიშნა ჩოქოვანმა. 

 

"თავისუფალი დემოკრატები" ხვალ სახალხო დამცველთანაც გეგმავენ შეხვედრას.