უჩა ნანუაშვილი: წამების ფაქტებთან დაკავშირებით კონკრეტული პირები უნდა გამოვლინდნენ!

უჩა ნანუაშვილი: წამების ფაქტებთან დაკავშირებით კონკრეტული პირები უნდა გამოვლინდნენ!

წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებიდან დამაკმაყოფილებელი შედეგი არ არის მიღებული, რაც შესაძლოა, ხელს უწყობდეს ახალი დანაშაულის შემცველი მასალების გავრცელებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით განუცხადა. 

 

როგორც სახალხო დამცველი მიიჩნევს, აუცილებელია, გამოვნილდნენ პირები, რომლებსაც ამ კადრების გავრცელებაში მიუძღვით ბრალი. 

"ჩვენ განცხადება უკვე გავაკეთეთ, რომ აუცილებელია გამოძიების დაწყება უშუალოდ ამ კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც იმ ძალადობის შემცველი და წამების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა წლების წინ. ეს გამოძიება უნდა იყოს ეფექტური. ფაქტია, რომ გამოძიება გრძელდება წლების განმავლობაში, თუმცა დამაკმაყოფილებელი შედეგები არ არის მიღებული კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, ეს სწორედაც ხელს უწყობს მსგავსი პროცესების განვითარებას", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

მისივე თქმით, როდესაც არავინ ისჯება კონკრეტული დანაშაულისთვის, შესაძლოა, ეს სტიმულს აძლევს ახალი დანაშაულის შემცველი მასალების გავრცელებას. 

 

"სასურველი გამოსავალია, რომ მოახდეს რეაგირება და კონკრეტული პირები გამოვლინდნენ, ვისაც ამ კადრების გავრცელებაში მიუძღვით ბრალი", - განაცხადა ომბუდსმენმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: