ე.წ კორტების საქმეზე განაჩენს 30 ოქტომბერს გამოაცხადებენ

ე.წ კორტების საქმეზე განაჩენს 30 ოქტომბერს გამოაცხადებენ

ე.წ. კორტების საქმეზე განაჩენი 30 ოქტომბერს, 12:00 საათზე გამოცხადდება. ამის შესახებ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ვადა მოსამართლეს სჭირდება წარმოდგენილი არგუმენტების გადასამოწმებლად. განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება ლევან ბეროძე და გიორგი ცააძე. 

 

ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებულები არიან გიორგი ცააძე, ირაკლი ფირცხალავა, კახაბერ ნაკანი, ლევან ბეროძე და გრიგოლ კვინიკაძე. აქედან გრიგოლ კვინიკაძე ძებნაშია. გამოძიება ბრალდებულებს განზრახ მკვლელობას, მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა და უკანონო დაკავებას ედავებიან. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: