Iverioni
«    ივნისი 2018    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ივნისი 2018 (9)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
27-10-2015, 10:53
ნანახია: 463

აიკრძალოს დამნაშავე პოლიტიკური სტრუქტურა - „ნაციონალური მოძრაობა“!

საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა „იბერია“-ს

 

               განცხადება

 

გმობს რა 2003-2012წწ. საქართველოში ქართველი ერის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, რომელიც  გამოიკვეთა როგორც პატიმართა წამებასა და ძალადობაში, ასევე პირადი ქონების უკანონო ჩამორთმევის, თავისუფალი მედიის რბევისა და მშვიდობიანი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლების განსაკუთრებული სისასტიკით ჩახშობაში, რომელსაც მოჰყვა არაერთი უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი, მსოფლიოში მცხოვრები იბერთა-კოლხთა და სრულიად ქართველთა საერთაშორისო საზოგადოებრივი  მოძრაობა "იბერია"  ადანაშაულებს დღევანდელ  ხელისუფლებას ყოფილ, დამნაშავე რეჟიმთან დანაშაულებრივ თანამშრომლობაში და კატეგორიულად  მოითხოვს  აიკრძალოს არაადამიანური პოლიტიკური სისტემის მაცოცხლებელი სტრუქტურა!

 

ასევე, დადგეს მოქმედი, დე ფაქტო ხელისუფლების დამნაშავე რეჟიმთან კოჰაბიტირებული ნაწილის პასუხისმგებლობის საკითხი ქართველი ერის უმთავრესი წინასაარჩევნო მოთხოვნის - დამნაშავე რეჟიმის გასამართლებისა და დამნაშავე თანამდებობის პირთა სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის იგნორირების გამო!

 

საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა „იბერია“