დავით უსუფაშვილი: მიგვიღეთ ჩვენ როგორც წევრები

დავით უსუფაშვილი: მიგვიღეთ ჩვენ როგორც წევრები

გთხოვთ,  მიიღეთ თქვენი გადაწყვეტილება, მიგვიღეთ ჩვენ როგორც წევრები ან დარჩით ჩვენთან ამ დარბაზში, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას.

ღონისძიება უკვე მეორე დღეა, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში მიმდინარეობს. დღეს ის პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. ვრცელი გამოსვლის ბოლოს დავით უსუფაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა, რომ საქართველო უსაფრთხოდ გრძნობს თავს, როდესაც ისინი აქ იმყოფებიან.

 

"როდესაც თქვენ აქ ხართ, საქართველო უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ეს არის ჩანაცვლება ნატო-ს მე-5 პუნქტის. გთხოვთ, მიიღოთ თქვენი გადაწყვეტილება – მიგვიღეთ ჩვენ როგორც წევრები, ან დარჩით ჩვენთან აქ, ამ დარბაზში. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში კმაყოფილები ვიქნებით", - მიმართა ნატო-ს დელეგაციას დავით უსუფაშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: