ლალი აფციაური: ოქრუაშვილის დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება იყო

ლალი აფციაური: ოქრუაშვილის დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება იყო

ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი ადვოკატ ლალი აფციაურის მოთხოვნით გადაიდო. "არ ვიცნობდი საქმის მასალებს, მხოლოდ გუშინ მოვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი გაბოშვილი და ბუნებრივია, საქმეში გასარკვევად დრო მჭირდება", _ განაცხადა ადვოკატმა ლალი აფციაურმა.


ლალი აფციაური ოქრუაშვილთან ერთად კიდევ ერთი ბრალდებულის გიორგი გაბოშვილის ადვოკატია, რომელიც ორი დღის წინ თბილისში დააკავეს.


აფციაურის განცხადებით, ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება და ახალი ხელისუფლებისადმი ნდობის გამოცხადება სწორი გადაწყვეტილება იყო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: