შალვა ობგაიძე: თქვენ ხართ მატყუარა ორგანიზაცია!

შალვა ობგაიძე: თქვენ ხართ მატყუარა ორგანიზაცია!

საკრებულოს ფრაქცია "დემოკრატიული მოძრაობის" წევრს შალვა ოგბაიძესა და NDI-ს დირექტორს, ლორა თორნტონს შორის საკრებულოს დახურული სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ოგბაიძემ NDI-ს  დირექტორს, "სახალხო გამოკითხვის" შედეგები გააცნო, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის 82 % NDI-ს მატყუარა ორგანიზაციად მიიჩნევს.

 

"თქვენ ხართ მატყუარა ორგანიზაცია"- მიმართა შალვა ოგბაიძემ ლორა თორნტონს.

 

"პირველ რიგში, მსურს, მივესალმო საქართველოს ნომერ პირველ მეგობარ ქვეყანას აშშ-ს, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის ძნელბედობის ჟამს არაერთგზის გამოუწვდია ხელი, რასაც ვერ ვიტყვი NDI-ს თბილისის ფილიალზე, რომლის საქმიანობა ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს.  მე მსურს ვისარგებლო ჩემი ამომრჩევლის მიერ მონიჭებული მანდატით და გადმოგცეთ და გაგიზიაროთ ჩემი ამომრჩევლის მოსაზრება თქვენი გამოკითხვების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაცია NDI-ს საქართველოს ფილიალზე, ერთგვარი ,,სახალხო გამოკითხვის'' მონაწილეთა 82 % ამბობს , რომ ეს არის მატყუარა ორგანიზაცია, 13 % თვლის, რომ ეს არის ნახევრად მატყუარა ორგანიზაცია და მხოლოდ 2 % ამბობს, რომ თქვენი პირიდან ჭეშმარიტება ღაღადებს. ასევე, მთხოვეს გადმომეცა თქვენთვის ძველი ქართული ანდაზა: "არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო". ვინ გკითხათ, ვინ დაგიკვეთათ პოლიტპარტიების რეიტინგის კვლევა? პოლიტპარტიების რეიტინგი იზომება არჩევნების შედეგებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას ნიუ-იორკის მერიაში ვინმე მისცემს უფლებას ჩაატაროს პრეზენტაცია, განწყობების და რეიტინგების შესახებ არჩევნების წინ? სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ თქვენი გამოკითხვა ხშირ შემთხვევაში არაზუსტია და ის ამომრჩევლის ზომბირების ერთ-ერთი ფორმაა. თქვენს ორგანიზაციას არ ჰქონია კითხვა 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის, 15 ივლისის, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემდეგ, არ გამოუთქვამს სურვილი გამოეკითხა მოსახლეობის აზრი, თუნდაც გუშინ გავრცელებულ შემზარავ კადრებზე. არასოდეს მომისმენია თქვენი მოსაზრება და მაინტერესებს, თუ როგორ მოიქცეოდა რიგითი ამერიკელი თუ მის შვილებს სასტიკად აწამებდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მშობლებს განსხვავებული პოლიტიკური ხედვა აქვს? ან რას იტყოდა რიგითი ამერიკელი, თუ მას, ქონებას წაართმევდნენ ან დაუყადაღებდნენ, მხოლოდ თავისუფალად გამოთქმული აზრის გამო? თქვენი განცხადებები ხშირ შემთხვევაში რეალობას აცდენილია, ეს ჩემი მხრიდან გამოთქმული ყველაზე რბილი შეფასებაა, ვისურვებდი, რომ ამ რეალობას დაბრუნებოდით. და ბოლოს გადაეცით ლუის ნავაროს - ის მატყუარა კაცია, რა შედეგები დადო მან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ? "- განაცხადა  შალვა ოგბაიძემ.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: