Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
29-10-2015, 12:34
ნანახია: 762

მამუკა არეშიძე:ოცნების პარტიაშიც და დეპუტატებშიც მნიშვნელოვანი განახლება მოხდება!

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, "ქართული ოცნების"  შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება და ის პროფესიონალებით ჩანაცვლდება.  როგორც მან "მარშალპრეს"-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც კოალიცია ოპოზიციაში იყო და საარჩევნოდ ემზადებოდა პიროვნებების შერჩევა დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ვინაიდან არ იყო ბევრი დრო, რის გამოც ქართულმა ოცნებამ მიიღო არსებული შედეგი.

 

"მთავარი იყო პირველი ხუთეული თუ ათეული გარკვეულიყო და დანარჩენს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა.  რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, პარტიაშიც და დეპუტატთა კორპუსშიც აუცილებლად მოხდება განახლება, თან ძალიან მაღალი პროცენტით, რადგან ამის აუცილებლობა ნამდვილად არის.

 

მე ვიყავი ამ სადეპუტატო კორპუსის შექმნის სათავეებთან და კარგად  ვიცი, როგორ დგებოდა პარტიული სია, ეს იყო სპონტანურად , სიტუაციის მიხედვით, იმიტომ რომ იყო ფორსმაჟორული სიტუაცია.

 

დრო ცოტა იყო და ისეთი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა საზოგადოება, ბევრი კადრი, რომელიც მართლაც კარგი კადრი იყო, უბრალოდ ქართულ ოცნებასთან ღია თანამშრომლობაზე უარს ამბობდა, სიამოვნებით მონაწილეობდა საარჩევნო პროცესში, თუმცა სიაში მოხვედრა ყველას არ უნდოდა, რადგან შიში არსებობდა, "ვაი და ვერ მოიგოს ოცნებამ" აქედან გამომდინარე ამ სიის შედგენა ხდებოდა ასე ვთქვათ ფართხაფურთხით.

 

   "მარშალპრესი"