მანანა ნაჭყებია: „გაზპრომთან“ ურთიერთობა საქართველოს უსაფრთხოებისთვის საშიშია!

მანანა ნაჭყებია: „გაზპრომთან“ ურთიერთობა საქართველოს უსაფრთხოებისთვის საშიშია!

საინფორმაციო სააგენტო „PIA”-ს პრესკლუბში სტუმრობისას „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურმა მდივანმა, მანანა ნაჭყებიამ სხვადასხვა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის საქართველოში „გაზპრომის“ შემოყვანის თემაზეც.

 

იგი თვლის, რომ „გაზპრომთან“, რომელიც რუსეთის ხელისუფლებასთან ასოცირდება, კონტაქტების აღდგენა ერთობ საშიშია საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ვინაიდან, ამით უფრო დამოკიდებულები ვიქნებით რუსეთზე.

 

მისი თქმით, „ახალი მემარჯვენეები“ 2005 წლიდან მოყოლებული არ ცვლიან პოზიციას „გაზპრომთან“ დაკავშირებით.

 

ნაჭყებიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილებები, ატარებს პოლიტიკურ ხასიათს, რაც მტკიცდება „გაზპრომის“ ხელმძღვანელის, მილერის შეხვედრებით კახა კალაძესთან.

 

„ჩვენ დავინახეთ რომ იყო ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ერთი განცხადება გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეორე კახა კალაძემ. როგორც ჩანს, ღარიბაშვილი არ იყო საქმის კურსში, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მის დავალებებს ასრულებს კახა კალაძე და შემდეგ თითქოს ყველაფერი დალაგდა და ასე შემოგვაპარეს საბოლოოდ მაინც ის გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, ძალიან სახიფათოდ მიმაჩნია საქართველოს უსაფრთხოებისთვის.

 

 

ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ , რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მის მომავალზე ზრუნვა აფიქრებს, ვალდებულია ამაზე ყურადღება დროულად გაამახვილოს!“-აცხადებს „მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია.

 

 

მედეა შელია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: