ჯუმბერ კირვალიძე: "ნაცხროვის" ფანებო, კიდევ ვერ დარწმუნდით, რომ ეს ნაძირლები თქვენ არაფრად გთვლიან

ჯუმბერ კირვალიძე: "ნაცხროვის" ფანებო, კიდევ ვერ დარწმუნდით, რომ ეს ნაძირლები თქვენ არაფრად გთვლიან

ეს აუდიო ჩანაწერები უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თხოვნით მიმართოს უკრაინის ხელისუფლებას, რათა მათ ძებნილი სააკაშვილი გადმოსცეს საქართველოს! - ამის შესახებ  პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე აცხადებს. მისი თქმით, უკრაინული პორტალის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ  სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას სისხლისღვრის პროვოცირება სურდათ.

 

აბა, "რუსთავი 2" – ის თანამშრომლებო, ჟურნალისტებო და სხვებო, აგრეთვე, სააკაშვილის და "ნაცხროვის" ფანებო, რას იტყვით ამ აუდიო ჩანაწერებზე, რომელთა ავთენტურობა უკვე დაადასტურეს ბოკერიამ და გვარამიამ?! როგორ მოგწონთ სააკაშვილის და ამ ორი ვაჟბატონის სასაუბრო ენა, ლექსიკა, რომლითაც თქვენ მოგიხსენიებენ? კიდევ ვერ მიხვდით და ვერ დარწმუნდით იმაში, რომ ეს ნაძირლები თქვენ არაფრად გთვლიან და "გამოსაყენებელ მასალად" გიყენებდნენ წლების მანძილზე?! ახლა მაინც მოდით გონს და ამ უგვანოებს თქვენ თვითონვე გაეცით საკადრისი პასუხი, თუ მართლაც მონები არ ხართ და გრამი ღირსება შეგრჩათ!.. სააკაშვილს და მის "ნაცაფთრებს", რომ სისხლისღვრის პროვოცირება სურდათ საქართველოში, ამის შესახებ არაერთხელ განმიცხადებია, ჰოდა, ეს აუდიო ჩანაწერები საბოლოოდ ადასტურებს ამას.

 

მივამართავ  საქართველოს ხელისუფლებას:  მას შემდეგ, რაც სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე და სახელმწიფო ჩინოვნიკი გახდა, მისთვის მაშინვე უნდა ჩამოერთმია საქართველოს მოქალაქეობა.

 

ეს აუდიო ჩანაწერები უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თხოვნით მიმართოს უკრაინის ხელისუფლებას, რათა მათ ძებნილი (მასზე 4 საქმეა აღძრული საქართველოს პროკურატურის მიერ) სააკაშვილი გადმოსცეს საქართველოს! სააკაშვილს უნდა წაუყენონ ახალი ბრალი, მის წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, – საქართველოში სისხლისღვრის პროვოცირების, კანონიერი ხელისუფლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის და ძალადობრივად დამხობის მუხლით!

 

ამავდროულად, ეს აუდიო ჩანაწერები ხელისუფლების მიერ ოფიციალურად უნდა მიეწოდოს საქართველოში აკრედიტირებულ ყველა დიპლომატიურ მისიას, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებს, უწინარესად კი აშშ–ის საელჩოს, რათა ისინი დარწმუნდნენ თუ როგორი ტერმინებით მოიხსენიებს მათ მიერ სახელდებული "დემოკრატიის შუქურა და მზეჭაბუკი", სინამდვილეში კი, პოლიტიკური ავანტიურისტი და სისხლიანი პროვოკატორი სააკაშვილი!.. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების კანონიერ მოთხოვნას იგნორირებას გაუკეთებს, მაშინ საქართველომ პროტესტის ნიშნად უნდა გამოიწვიოს ჩვენი ელჩი უკრაინიდან და ამ საქმეს მიეცეს საერთაშორისო რეზონანსი, რადგანაც სააკაშვილის საბოლოო "გაუვნებელყოფა" მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა იგი წარსდგება ქართული სასამართლოს წინაშე და სამართლიანი გადაწყვეტილების შედეგად "დაბინავდება" გლდანის, ან საქართველოს სხვა რომელიმე საპყრობილეში!!!..." - წერს ჯუმბერ კირვალიძე. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: