ირაკლი სესიაშვილი: პროვოკაციული ქმედებები სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" სტილია

ირაკლი სესიაშვილი: პროვოკაციული ქმედებები სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" სტილია

"ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული მოქმედება, რეაგირება და სხვადასხვა გატარებული ღონისძიება ემსახურება იმას, რომ ის მზაკვრული გეგმა, რაც სავარაუდოდ, დაგეგმილი იყო, აღგვეკვეთა", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გგა ბოკერიას შორის შემდგარ აუდიოჩანაწერზე საუბრისას. როგორც სესიაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა,  "ნაციონალური მოძრაობა" სასურველი შედეგის მისაღწევად პროვოკაციულ ქმედებებს ხშირად მიმართავდა და ეს მათი სტილია, რომელსაც დღემდე იყენებენ.

 

"მიხეილ სააკაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა" 9 წლის მანძილზე ფლობდა 100 %-იან ძალაუფლებას ქვეყანაში. მიუხედავად ამ ძალაუფლების მათ ხელში არსებობისა, ისინი მაინც პროვოკაციებით იყვნენ დაკავებულები, რადგან ეს იყო მათი მმართველობის სტილი. ეს იყო მათი საშუალება, ძალაუფლების გასამტკიცებლად. სამწუხაროდ, ისინი ამას ვერ გადაეჩვივნენ და ოპოზიციაში მყოფებიც ცდილობენ ამ გზებით მიაღწიონ მათთვის სასურველ შედეგს.

 

ჩვენი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელიც არ იმყოფება ჩასაფრებულის პოზიციაში. შემთხვევას, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ და ადგილი აქვს სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გარკვეულ მცდეობებს, ჩვენს მაგივრად ისინი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, აუცილებლად გამოიყენებდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ფაქტს და შესაძლოა თავად მოეხდინათ სხვა ტიპის პროვოცირებებიც.

 

ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული მოქმედება, რეაგირება და სხვადასხვა გატარებული ღონისძიება ემსახურება იმას, რომ ის მზაკვრული გეგმა, რაც სავარაუდოდ დაგეგმილი იყო, აღგვეკვეთა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.   

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: