გიგლა აგულაშვილი: შუბი ხალთაში არ იმალება!

გიგლა აგულაშვილი: შუბი ხალთაში არ იმალება!

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ირმა ინაშვილის ბრალდებებს პასუხობენ. თამარ ხიდაშელის შტაბში აცხადებენ, რომ მათ აქვთ ვიდეომტკიცებულებები, როცა კონკურენტი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა ტიპის პროვოკაციებს ეწეოდნენ. კომენტარი გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააკეთა:

 

"ხედავთ თუ არა ადმინისტრაციულ რესურსს? რამდენი კამერა დადის. შუბი ხალთაში არ იმალება. როგორ შეიძლება მოსყიდვის ფაქტებზე საუბარი? მე სხვა ინფორმაცია მაქვს. დაფიქსირდა ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით. საარჩევნო პროცესის დროს შეიარაღებული ადამიანის გამოჩენა რა საჭიროა?" - აცხადებს გიგლა აგულაშვილი. 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: