Iverioni
«    თებერვალი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
20-11-2012, 20:17
ნანახია: 1192

რა სარგებელი მოაქვს ჩინეთს საქართველოსთვის?

„წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავია. ამ პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებულმა ურთიერთობამ სარგებელი მოუტანა როგორც ჩინელ, ასევე ქართველ ხალხს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარტნიორობა გაგრძელდება და უფრო მეტი ჩინური კომპანია ჩამოვა საქართველოში, ისე როგორც ჩინურ ბაზარზე შევლენ ქართული კომპანიები“.


ამის შესახებ ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჟენგ ვეიმ საქრთველოს ფინანსთა მინისტრთან ნოდარ ხადურთან შეხვედრისას განაცხადა.


სავაჭრო და საინვესტიციო კუთხით ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები.


„მნიშვნელოვანია ის პერსპექტივა,  რომელიც არსებობს ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში. ეს ეხება როგორც ქართული ექსპორტის გაძლიერებას, ისე საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გამოყენებას ჩინური პროდუქციის ევროპაში მოსახვედრად. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა იყო. იმედი მაქვს, ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობებს, მით უფრო, რომ ჩინეთს აქვს გარკვეული პროექტები საქართველოსთან სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, სოფლის მეურნეობაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტებზე.