პარლამენტში დღეს მინისტრებს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს მინისტრებს მოუსმენენ

პარლამენტში მთავრობის რამდენიმე წევრის მოსმენა, კომიტეტების ფარგლებში, სამთავრობო პროგრამის - "ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის" შესრულებასთან დაკავშირებით არის დაგეგმილი.

 

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს მოუსმენენ.

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე მიწვეული არიან განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

 

გარდა ამისა, დღეს დანიშნულია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა, სადაც სპორტის სფეროში სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ისაუბრებს.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: