გიორგი ქადაგიძე: ლარის მეტ მერყეობას არ ველოდებით!

გიორგი ქადაგიძე: ლარის მეტ მერყეობას არ ველოდებით!

თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარს ექნება გამყარების ტენდენცია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

 

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, სხვა თანაბარ პირობებში ლარის მეტ მერყეობას არ ელოდება. 

 

"ლარის კურსთან დაკავშირებით შემიძლია გავიმეორო კიდევ ერთხელ იგივე, რომ სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ლარის მეტ მერყეობას არ ველოდებით. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი, გაცვლითი კურსის პირობებში მოკლევადიანი მერყეობა ნორმალურია. უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარს ექნება გამყარების ტენდენცია", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: