ირაკლი სესიაშვილი: გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები საბოლოო არ არის!

ირაკლი სესიაშვილი: გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები საბოლოო არ არის!

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით როგორც ტენდენცია გვიჩვენებს, უკრაინულ ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს გაგრძელება კვლავ ექნება.

 

ამის შესახებ სესიაშვილმა გადაცემაში "2030" განაცხადა.

 

"რა სცენარსაც ფარულ ჩანაწერებში ვხედავთ, არის საგანგაშო და შეურაცხმყოფელი. დაველოდები გამოძიებას, თუმცა, როგორც ადამიანს, მოთმინების ფიალა მევსება. არ ვაპირებ საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურად გახრწნილი ძალის გვერდით ჯდომას, ამიტომ ჩვენ, ალბათ, პოლიტიკურ პოზიციებზე ჩამოვყალიბდებით. გამოძიებას რაც შეეხება, ვფიქრობ, ჩვენს უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ შესაბამისი ოპერატიული ინფორმაცია. როგორც ტენდენცია გვიჩვენებს, გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები საბოლოო არ არის." - აღნიშნავს ირაკლი სესიაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: