Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
4-11-2015, 09:46
ნანახია: 614

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში მედია უნდა იყოს დაცული

ჩემთვის მართლა არ არის საინტერესო,  ვინ იქნება რეალური მფლობელი "რუსთავი 2"-ის, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას "რუსთავი 2-თან" დაკავშირებულ საკითხზე. 

ღარიბაშვიულის თქმით, მისთვის მთავარია, რომ ქვეყანაში ჟურნალისტები და სიტყვის თავისუფლება დაცული იყოს. 

"მე საქმის დეტალებს რა თქმა უნდა არ ვიცნობ. მე ვიცი, რომ წლებია გრძელდება დავა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. ვიცი, რომ წლების განმავლობაში ოცჯერ შეიცვალა "რუსთავი 2-ის" მფლობელი. ასე რომ, ჩემთვის მართლა არ არის საინტერესო ვინ იქნება რეალური მფლობელი "რუსთავი 2"-ის. ჩემთვის არის მთავარი ის, რომ "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები იყვნენ დაცულები. ამას ჩვენ, როგორც სახელმწიფო ვაცხადებთ, რომ იქნებიან აბსოლუტურად დაცულები. 

მეორე საკითხი, ჩემთვის რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ მედია იყოს აბსოლუტურად დაცული საქართველოში, რომ ვერავინ შეძლოს მედია თავისუფლების შეზღუდვა. და მესამე ეს არის დავა ორ კერძო სუბიექტს შორის და ჩვენი ჩართულობა არის აბსოლუტურად გამორიცხული", - განაცხადა პრემიერმინისტრმა. 

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ყველა უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება დემოკრატიული პროცესია, რისი სრული უფლებაც მხარეებს გააჩნიათ.

"ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ თანამედროვე დემოკრატიულ, ცივილიზებულ საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ევროკავშირის შესაბამის რეფორმებს ვახორციელებთ, ყველა უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ, მთავრობას, არ გვაქვს უფლება, მოგვწონს თუ არ მოგვწონს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაიმე კომენტარი გამოვთქვათ. 

რა თქმა უნდა მხარეებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სამივე ინსტანციაზე უნდა გაიაროს საქმემ და ამის შემდეგ აღსრულდეს. ასე რომ, ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრმა თემაზე კომენტირებისას ჟურნალისტების მისამართით პატივისცემა და მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ პროცესების ზედმეტი დრამატიზება საჭირო არ არის. 

"მე მოგიწოდებთ, არ არის დრამატიზება პროცესების. "რუთავი 2-ის" ჟურნალისტებს მივმართავ, რომ ისინი არიან ძალიან პროფესიონალები. მე მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენდამი, იმიტომ, რომ ისე, როგორც სხვა ჟურნალისტები, აშუქებთ მოვლენებს საქართველოში. მაგრამ დაუშვებელია სწორედ მედიასაშუალებების და ჟურნალისტების პოლიტიზება. ყველა პოლიტიკოსმა თავი უნდა შეიკავოს მაქსიმალურად მედიის პოლიტიზებისგან. მე ამის მაქსიმალურად წინააღმდეგი ვარ. თქვენ, ჟურნალისტებს, რა თქმა უნდა გაქვთ თქვენი პოლიტიკური შეხედულება და სიმპათიები მაგრამ ეს უნდა იყოს თქვენი პირადი შეხედულება. მე რა თქმა უნდა ვერ დაგაძალებთ, რომ იყოთ მხარდამჭერი "ქართული ოცნების" ან პირადად ჩემი. თქვენ გაქვთ კონსტიტუციით უფლება, რომ გააკეთოთ თქვენი საქმე ისე, როგორც აკეთებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.