ლევან მურუსიძე: მოსმენები მოსამართლის ნებართვის გარეშე მტკიცებულებად არ ჩაითვლება!

ლევან მურუსიძე: მოსმენები მოსამართლის ნებართვის გარეშე მტკიცებულებად არ ჩაითვლება!

„მოსმენა რომ იყოს გამოყენებული სასამართლოში მტკიცებულებად, ამას მოსამართლის ნებართვა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მტკიცებულებად გამოყენებული ვერ იქნება“,- აღნიშნული განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

მურუსიძის განმარტებით, მოსმენები სასამართლოს ნებართვის გარეშე არ უნდა ხორციელდებოდეს. ვინაიდან მსგავსი ჩანაწერები ვერ იქნება გამოყენებული კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეში.

 

მურუსიძემ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებულ შეკითხვებზეც უპასუხა. ის მიიჩნევს, რომ მხარეებმა პატივი უნდა სცენ სასამართლო სისტემას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიაყენონ მოსამართლეს შეურაცხყოფა.

 

მისი განმარტებით, ზოგადად თუ რომელიმე მხარისთვის გადაწყვეტილება მიუღებელია, მათ უფლება აქვთ ეს გაასაჩივრონ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში:

 

„მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ მოსამართლეს მიაყენონ სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნებისმიერი მხარისთვის, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს გადაწყვეტილება, ვალდებულნი არიან არ მიაყენონ შეურაცხყოფა.  სანამ არ არის გამოვლენილი კონკრეტული ფაქტები იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა მოსამართლის მხრიდან რაიმე გადაცდომას ადგილი, ყველამ  კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს მოსამართლის გადაწყვეტილებას. ვინაიდან, თუ რაიმე დადასტურდება, ამაზე რეაგირება კანონის შესაბამისად მოხდება“,- აცხადებს მურუსიძე.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ მისთვის გასაგებია ამ საკითხის გარშემო არსებული ემოციები და საზოგადოების აზრი, მაგრამ ის ყველას ემოციების მოთოკვისა და საღი აზროვნების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

 

კარინა გრიგორიანი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: