პაატა ზაქარეიშვილი: საქართველო მზად არის განიხილოს ფედერაციული მოწყობა

პაატა ზაქარეიშვილი:  საქართველო მზად არის განიხილოს ფედერაციული მოწყობა

საქართველოს მზადაა, ფედერაციული მოწყობის საკითხი განიხილოს, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი შეხვედრის მეორე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

 

"ჩვენ გვინდა, შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონსტიტუციის ფარგლებში მივაღწიოთ მათი როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო უფლებების დაცვას. საქართველო მზად არის, განიხილოს და ჩვენ გვაქვს კიდევაც გარკვეული ხედვები, მოსაზრებები, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ფედერაციული მოწყობა, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება. ამაზე ცოტა არ არის ნამუშევარი ჩვენს ოპონენტებთან ერთადაც კი. ასე, რომ ჩვენ ნამდვილად მზად ვართ, გვქონდეს მეტი გახსნილობა ამ მიმართულებით", - განაცხადა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ევროპული სტანდარტები და ხედვები, თუ როგორი შეიძლება იყოს ფედერაციული მოწყობა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: