Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
4-11-2015, 16:01
ნანახია: 633

დავით ნარმანია: ჩვენ გიხდით ბოდიშს!

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მოსახლეობას თბილისის მერიის სახელით ბოდიში მოუხადა. ნარმანიამ მოსახლეობას ბოდიში იმ კომპანიების ნაცვლად მოუხადა, რომლებმაც გზების დაგების სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულეს, რამაც თავის მხრივ გზებზე შეზღუდვები გამოიწვია. ამის შესახებ ნარმანიამ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პირველივე საკითხი რასაც დავით ნარმანია მთავრობის სხდომაზე შეეხო, დედაქალაქის გარკვეულ უბნებსა და მონაკვეთებში არსებული შეზღუდვებია, რაც თბილისის მერის თქმით, გამოწვეულია მიმდინარე სამუშაოებით. 

"არის ზოგიერთი უბანი, სადაც საკმაოდ დიდია საცობები, გადატვირთულია გზები და ა.შ. ზოგიერთ ნაწილში ეს გამოწვეულია იმ სამუშაოების შეფერხებით, რაც კონტრაქტორი კომპანიების მხრიდან საქმიანობის არაჯეროვან შესრულებას უკავშირდება. შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ მკაცრად ვიქცევით და ვიღებთ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომებს. აღნიშნულიდან გამომდინარე რამდენიმე კომპანიასთან გაწყდა მოქმედი ხელშეკრულება და გატარდა საკმაოდ მკაცრი ფინანსური სანქციები", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

 

მისივე თქმით, იმ მონაკვეთებზე სადაც დარჩენილია სამუშაოები, გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და შესაბამისი სამუშაოები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. 

 

"ამ კომპანიების ნაცვლად ჩვენ მოგიხდით ბოდიშს იმისთვის, რომ ეს შეზღუდვები რაც არსებობს გზებზე იწვევს დისკომფორტს და მათი მხრიდან არის გამოწვეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ ნაცვლად ჩვენ გიხდით ბოდიშს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.