Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (10)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
6-11-2015, 10:10
ნანახია: 475

პაატა სალია: ჩვენი მოთხოვნა ლეგიტიმური იყო და განჩინებაც სწორია

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია ნიკა გვარამიას და კახა დამენიას მოუწოდებს სასამართლოს  გადაწყვეტილებას დაემორჩილონ.

სალიას განცხადებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგება.

 

"ეს არის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მოქმედებს. ეს ნორმა არავის შეუჩერებია. ჩვენ დროებითი მმართველის დანიშვნა მოვითხოვეთ, რომელიც აბსოლუტურად სხვა ნორმით რეგულირდება. 195-ე მუხლი ამბობს, სასამართლოს განჩინების აღსრულება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაუყონებლივ ხორციელდება. ეს ნორმა მოქმედებს და ძალაშია. უბრალოდ იურისტებმა, სანამ კომენტარებს გააკეთებენ და იტყვიან, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, უკეთესად უნდა წაიკითხონ, რადგან ეს განჩინება არ ეწინააღმდეგება იმ აკრძალვას რომელიც დააწესა საკონსტიტუციო სასამართლომ.

 

ჩვენი მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო და განჩინებაც აბსოლუტურად სწორია. საკონსტიტუციო სასამართლოს არც 271-ე და არც 195-ე მუხლი შეუჩერებია. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა 168-ე მუხლის პირველლი ნაწილის ზ) -პუნქტი. ანუ, ჩვენ თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს მერე ქიბარ ხალვაშის სახელზე წილების რეესტრში დარეგისტრირებას მოვითხოვდით, მაგრამ ჩვენ არც ვაპირებდით ამის მოთხოვნას დავის დამთავრებამდე. 

 

ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ დაპირისპირებას. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც უნდა დაემორჩილოს გენერალური დირექტორი და ფინანსური დირექტორი. მათ შეუჩერდათ უფლებამოსილება. დანარჩენს ეს არ შეხებია. ჟურნალისტებს ეს არ ეხება. მოდის მმართველი და მიდის ჩვეულებრივი მუშაობა. ხვალ, რეზო საყევარიშვილი და დავით დვალი ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებენ. ისინი ოფიცილურად იტყვიან რას აპირებენ. მე მათ მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. ისინი სასამართლოს მიერ არის დანიშნული და დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას", - განაცხადა სალიამ.